თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ილინოისის უნივერსიტეტის სიახლოვეს. თვითმხილველების თქმით, დაშავებულია 9 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. სტუდენტებს აუწყეს, რომ მსროლელმა კამპუსის ტერიტორია დატოვა, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს და ამიტომ მათ თავი უნდა აარიდონ ინციდენტის ადგილს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
„შორს დაიჭირეთ თავი გრინ-სთრიტისა და მეორე ქუჩისგან“, — ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
URGENT: Shooting at Illinois University campus, shooter at large — reports (pic @MasakiSugimoto) #UIUC pic.twitter.com/Z0x66TOkPI
— RT America (@RT_America) September 25, 2016
დაშავებულთა თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ თვითმხილველტა „ტვიტერის“ გვერდებზეა ატვირთული, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
მეორე ინციდენტი ბოსტონში, ემერსონის კოლეჯის სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მახლობლად მოხდა, წერს გაზეთი Bostonglobe.
გამოცემის ინფორმაციით, დანით არის დაჭრილი ექვსი ადამიანი, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიცია ორ, აზიური და ლათინოამერიკული წარმოშობის ეჭვმიტანილს ეძებს. კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მათი აღწერილობის შემცველი გაფრთხილებები დაუგზავნა.