თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ერაყის ჩრდილოეთის მდებარე ქალაქ ტიკრიტში მომხდარმა ორმა ტერაქტმა 13 ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია „ალ-მაიდინზე“ დაყრდნობით.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, აფეთქებები თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ქალაქის გასასვლელში განახორციელეს. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.
ტიკრიტი პროვინცია სალაჰ-ედ-დინში მდებარეობს, სადაც სამხედროებმა ამ კვირაში ქალაქი შერგათი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან გაათავისუფლეს.