პიტერ ტომფსონმა გაეროში საქართველოს ორგანიზებულ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა

გამოწერა
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ პიტერ ტომფსონს შეხვდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრა მიხეილ ჯანელიძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს მადლობა გადაუხადა  გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა გაეროში ლტოლვილების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში საქართველოს აქტიური ჩართულობა. 

პიტერ ტომპსონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც   მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს 16-ე მიზნის ეფექტურ შესრულებას მიეძღვნა. 

როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიზნების ინტერნაციონალიზაციაში. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 


ყველა ახალი ამბავი
0