ევროპული თამაშები - 2019-ის ჩატარების ადგილი ოქტომბერში გახდება ცნობილი

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიევროპული ოლიმპიური კომიტეტის დროშა
ევროპული ოლიმპიური კომიტეტის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძირითადი პრეტენდენტი ქვეყანა, სადაც ევროპული თამაშები უნდა გაიმართოს, მინსკია. ნიდერლანდებმა თავის გეგმებზე ადრე განაცხადა უარი.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. 2019 წელს ევროპული თამაშების გამართვის ადგილი ოქტომბერში გახდება ცნობილი, იუწყება  Р-Спорт-ი insidethegames.biz-ზე დაყრდნობით.

პირველი ევროპული თამაშები 2015 წელს ბაქოში ჩატარდა. თუ სად გაიმართება მეორედ ევროპული თამაშები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რადგანაც ნიდერლანდებმა, რომელიც თამაშების გამართვის პრეტენდენტი იყო, უარი განაცხადა თავის გეგმებზე. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი წარმოადგენს უპირატეს კანდიდატს, რომ 2019 წლის თამაშები რუსეთში გაიმართოს. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ მეორე ევროპული თამაშები რუსეთში არ გაიმართება. 

ევროპული ოლიმპიური კომიტეტები (EOC) თამაშები-2019-ის ჩატარების დედაქალაქის დაანონსებას 21-22 ოქტომბერს მინსკში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გამართვამდე გეგმავს. სწორედ ბელარუსის დედაქალაქი ითვლება რეალურ პრეტენდენტად, რომ ევროპული თამაშები ჩაატაროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0