კურორტი გომისმთა ახალ იერსახეს შეიძენს

© courtesy of Tamar Turmanidzeგომისმთა
გომისმთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფითი პირობების არარსებობა ტურისტებს დღესაც არ აფრთხობს. მათ იზიდავს სუფთა ჰაერი, სამკურნალო ჰავა, ნაკადულები, მინერალური წყლები და ჭინჭაოს ტბა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლებამ ოზურგეთის რაიონის მაღალმთიანი კურორტ გომისმთის განვითარებისთვის 700 ათასი ლარი გამოყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ რეგიონის გუბერნატორ გია სალუქვაძეზე დაყრდნობით.

გომისმთა წიწვოვანი ტყეების გარემოცვაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტურისტებს სუფთა ჰაერი, სამკურნალო ჰავა, ნაკადულები, მინერალური წყლები და ჭინჭაოს ტბა იზიდავთ.

პლიაჟი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმი ხავერდოვან სეზონზე დასასვენებელი კურორტების Forbes-ის ტოპ-ხუთეულში მოხვდა

„მაღალმთიანი კურორტი გომისმთა უკვე დიდი ხანია, არსებობს. დაახლოებით 40 წლის წინ აქ ელექტროენერგიის პრობლემა არ იყო, მაგრამ 1990-იან წლებში კაბელები მოიპარეს და ახლა კურორტის მოწყობა ხელახლა გვიწევს. ეს ნამდვილად უნიკალური ადგილია, სადაც მთისა და ზღვის ჰავა ერწყმის ერთმანეთს“, — განაცხადა სალუქვაძემ.

პირველ რიგში, წყალმომარაგების სისტემის აღდგენა იგეგმება, შემდეგ გაიყვანენ ელექტრობასა და ბუნებრივ აირს. ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორებს მხოლოდ ამის შემდეგ მოიზიდავს. ადგილზე სასტუმროებისა და კვების ობიექტების აშენებაა დაგეგმილი.

„კურორტს დიდი პერსპექტივა აქვს. გამაჯანსაღებელი ადგილის კუთხით ის შესანიშნავია. აქედან კარგად ჩანს შავი ზღვის სანაპირო და არის იდეა, რომ საბაგირო გზა გაკეთდეს, რომელიც გომისმთას გრიგოლეთთან, ურეკთან და შეკვეთილთან დააკავშირებს“, — აღნიშნა სალუქვაძემ.

გომისმთა კარგია დასასვენებლად როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. აქ წელიწადში 7-8 თვე თოვს, რაც მის სათხილამურო კურორტად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.

„გომისმთის ისეთ კურორტად გაკეთებას ვგეგმავთ, რომელიც მთელი წელი იმუშავებს“, — აღნიშნა სალუქვაძემ.

მიუხედავად რთული ყოფითი პრობლემებისა, მაღალმთ8იან კურორტს სტუმრები მაინც ჰყავს. ადგილზე არის კოტეჯები და ოჯახური ტიპის სასტუმროები.

ყველა ახალი ამბავი
0