თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. შნობელის პრემია — ეს ნობელის პრემიის სახუმარო ანალოგია. მას ანიჭებენ იმ მეცნიერებს, რომლებიც უჩვეულო და უცნაური კვლევებით არიან დაკავებულები. ჰარვარდის უნივერსიტეტში წელს შნობელის პრემია გადაეცა ავტოკონცერნ „ფოლკსვაგენს“ ხელსაწყოსათვის, რომელიც ფრიად ეფექტურად ზომავს მავნე გამონაბოლქვის დონეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ეს ჰარვარდის უნივერსიტეტში შნობელის პრემიის გადაცემის 26-ე ცერემონიაა.
ბიოლოგიის სფეროში პრემია ორმა ბრიტანელმა გაინაწილა: ჩარლზ ფოსტერმა — ოქსფორდის უნივერსიტეტის პედაგოგმა, რომელმაც საკუთარი ცდას, ეცხოვრა მაჩვის ცხოვრებით, ეთხარა სოროები და ეჭამა წვიმის მატლები, წიგნიც კი მიუძღვნა; და ასევე ბრიტანელმა ტომას ტვეიტსმა — რომელმაც სპეციალური პროთეზები შექმნა იმისთვის, რომ თხებივით შეძლებოდა შვეიცარიის მაღალმთიან საძოვრებზე სირბილი.
Congratulations @tweedpipe who is the joint winner of the Ig Nobel Prize for biology with #BeingaBeast! https://t.co/GXFcekL9Uq pic.twitter.com/4x7Vbfqe1c
— Profile Books (@ProfileBooks) September 23, 2016
იაპონელმა მეცნიერებმა შნობელის პრემია აღქმის მექანიზმის განმარტებისთვის დაიმსახურეს. მათ დაამტკიცეს, რომ თუ ადამიანი დაიხრება და რაიმე საგანს ფეხებშუა გახედავს, მანძილი საგნამდე ვიზუალურად შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელი მეცნიერი აჰმედ შაფიქი 2007 წელს გარდაიცვალა, მას მაინც გადაეცა პრემია რეპროდუქციული ფუნქციების სფეროში ჩატარებული კვლევებისთვის, რომლებსაც ვირთხებზე ატარებდა. შაფიქმა დაამტკიცა, რომ მღრღნელების სექსუალური აქტივობა მცირდება, თუ მათ… სინთეტიკის შემცველი ქსოვილისგან დამზადებულ შარვალს ჩავაცმევთ.
The man who became a goat has now won an Ig Nobel prize. Listen to the interview: https://t.co/Z6slebbS5J More info: https://t.co/kAv3gf7MLv pic.twitter.com/otBjMAgn6T
— BBC Radio 4 Today (@BBCr4today) September 23, 2016
ცნობისათვის: შნობელის პრემია 1991 წელს დააარსა ამერიკულმა ჟურნალმა Annals of Improbable Research, AIR (უჩვეულო კვლევების ანალები). 1999 წლიდან ყოველწლიურად ათი პრემია გაიცემა ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, ეკონომიკასა და მშვიდობისათვის ბრძოლაში, რომლებსაც ყოველწლიურად ემატება კიდევ ერთი, შნობელის კომიტეტის მიერ ცალკე შერჩეული თემატიკა.