"კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა დახურული შენობის, გარდა კერძო სახლებისა, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო ოფისები რესტორნები თუ ბარები, თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებას. რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური ზომა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს აკრძალვას, ამ პროდუქტის რეკლამას და სპონსორობის სრულ აკრძალვას, რომლის ვალდებულებაც საქართველოს 2011 წლამდეც ჰქონდა და რომელიც სახელმწიფომ არ შეასრულა", — განაცხადა ბახტურიძემ.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ პარლამენტში განსახილველად შესულ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანხმად, იგეგმება რეალიზატორთა ლიცენზირება. თუმცა, დოკუმენტში საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ლიცენზიის მსურველმა.