აფბა: თამბაქოს შესახებ კანონპროექტი საკმაოდ ბუნდოვანია

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანხმად, სიგარეტების რეალიზატორთა ლიცენზირება იგეგმება, თუმცა რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ლიცენზიის მიღების მსურველმა, დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, - განუცხადა “Sputnik“- ს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
აფბა: თამბაქოს შესახებ კანონპროექტი საკმაოდ ბუნდოვანია

„კანონპროექტი ერთობ ბუნდოვანია და მას  ფინანსური კუთხით ანალიზიც აკლია. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს მისი ამ სახით მიღება. კანონპროეტში არც ის ჩანს, თუ რა ზარალს მიიღებს მის შედეგად ეკონომიკა, ბიუჯეტი და კერძო სექტორი“, — განაცხადა ბაირახტარმა.

საქართველოს პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი უკვე შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0