ძალოსნობის ფედერაციას კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს

© photo: Sputnikმარცხნიდან: კახი კახიაშვილი
მარცხნიდან: კახი კახიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყრილობას მოწვეული 49 დელეგატიდან ხმის უფლების მქონე 46 დელეგატი დაესწრო, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი კახიაშვილის კანდიდატურას.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც ძირითადი საკითხი პრეზიდენტის არჩევნები იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი —  სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ძალოსნობის ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ყრილობას მოწვეული 49 დელეგატიდან ხმის უფლების მქონე 46 დელეგატი დაესწრო, რომლებმაც ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი კახიაშვილის კანდიდატურას და მოქმედი პრეზიდენტი მომდევნო ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

კახი კახიაშვილი — სამგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.
კახიაშვილს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული:

•    ორჭიდში — მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.)

•    ატაცში — ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994 წ.) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999 წ.)

•     აკვრაში — სამი მსოფლიო რეკორდი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.).

ყველა ახალი ამბავი
0