თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მაშველებმა რვა მეხანძრის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში პლასტმასის ნაკეთობათა საწყობში ხანძარს ებრძოდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხანძარი საწყობში ხუთშაბათს გაჩნდა. მის ჩაქრობაში მონაწილეობდა 160 მაშველი და 46 ერთეული ტექნიკა. ხანძარმა 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, ჩამოინგრა ჭერი.
„ცხედრები სავარაუდო ადგილზე აღმოჩინეს, სადაც ძირითადი ძებნა მიმდინარეობდა“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.