თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შაბათს საქართველოში პირველი თოვლი მოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.
პარასკევი, 23 სექტემბერი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად, ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარიშხალი.
დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 18-23; მაღალ მთაში ღამით — 2-7, ხოლო დღისით 10-15 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით იქნება 9-14, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში — ღამით 1-6, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 14, ხოლო დღისით — 22 გრადუსი სითბო.
შაბათი, 24 სექტემბერი
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში — თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო მაღალმთიანეთში მოთოვს, ზოგან — ძლიერად.
ქარის სიჩქარე წამში იქნება 10-15 მეტრი, ხოლო დროდადრო 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7, ხოლო დღისით 5-10 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 1-6, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.
თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით მოსალოდნელია 12, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო.
კვირა, 25 სექტემბერი
დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში — მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი.
ქარის სიჩქარე მთელ ქვეყნის მასშტაბით წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით —1-+4, ხოლო დღისით 8-13 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია —3-+2, ხოლო დღისით 7-12 გრადუსი სითბო.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება, დღისით — 20-მდე.