როდის და ვისგან გათავისუფლდა აჭარა ?
წელს, 25 აგვისტოს, ბათუმში ჩატარდა ძალიან საინტერესო მიტინგი, რომელიც აჭარის გათავისუფლებას მიეძღვნა. 1878 წელის 25 აგვისტოს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა და ადგილობრივი მოსახლეობა დიდი კმაყოფილებით შეხვდა ამ ფაქტს. პურმარილით დახვდნენ რუსეთის ჯარს, რომელშიც ქართველი მოლაშქრეებიც უხვად იყვნენ. დადგა რუსული ფლოტი და რუსულმა გემებმა არაერთი საქვემეხო სალუტი გაისროლეს. ამით მაშინდელ მსოფლიოს ემცნო, რომ აჭარა და ბათუმი გათავისუფლებულია და დედა-სამშობლოს დაუბრუნდა.
მემორიალი ბათუმელი პროფესორის ნიაზ ბოლქვაძის ინიციატივით შეიქმნა. იგი ბუნებრივი გრანიტისგან არის დამზადებული, აქვს პირამიდის ფორმა და მასზე ამოტვიფრულია თარიღი — 1878 წილს 25 აგვისტო, როგორც საქართველოში აჭარის დაბრუნების დღე.