„თელასის“ ყოფილი ხელმძღვანელი სომხეთის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის მთავრობის შენობა
სომხეთის მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშოტ მანუკიანი 2012 წელს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აშოტ მანუკიანი სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშნა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბრძანებულებით, იუწყება "Sputnik-სომხეთი".

აღსანიშნავია, რომ აშოტ მანუკიანი 2012 წელს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და იმავდროულად „რაზდანის ენერგეტიკულ კომპანიასაც“ ხელმძღვანელობდა სომხეთში.

მანუკიანი გახლდათ საქართველოში ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის წინააღმდეგ კორუფციის, ფულის გათეთრების, საბუთების გაყალბებისა და ცრუმეწარმეობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი.

2013 წლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ყველა ფიგურანტი გაამართლა.

ყველა ახალი ამბავი
0