დავით უსუფაშვილმა „მშვიდობის მემორანდუმს“ მოაწერა ხელი

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან თავისი წილი საქმე გააკეთა, ყველაფერს დაეთანხმა ისე, რომ მომზადებულ ტექსტში მძიმე და წერტილიც კი არ შეუცვლია.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა ეგრეთ წოდებულ, მშვიდობის მემორანდუმს მოწერა ხელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ერთმანეთის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაურევლობას გულისხმობს.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა

„ტექსტი არის ნორმალური, მშვენიერი. მას გულით, სულით და გონებით ვუერთდები. ერთადერთი თხოვნა მაქვს კოლეგებისადმი, რომ ამდენ საუბარს, ჯობს გადავიდეთ საქმეზე“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან თავისი წილი საქმე გააკეთა, ყველაფერს დაეთანხმა ისე, რომ მომზადებულ ტექსტში მძიმე და წერტილიც კი არ შეუცვლია და ახლა ის დროა, რომ თავად „ოცნებამაც“ მოაწეროს ხელი და ყველა პარტიამ თვითონ გასცეს პასუხი ამ თემას“.

დოკუმენტი ძალაშია საპარლამენტო არჩევნების დასკვნითი ოქმის გამოქვეყნებამდე.

ყველა ახალი ამბავი
0