თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის რაიონს ძლიერი ქარი თავსხმა წვიმასთან ერთად დაატყდა თავს. ქარმა 20–მდე სახლს სახურავი გადახადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ რაიონის გამგეობის თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ყველაზე მეტი სახლი სოფელ ბოხვაურში დაზიანდა, დაახლოებით ათი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიტბორა სოფელ ჭანიეთის შესასვლელი.
ამჟამად შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, ხოლო გამგეობის წარმომადგენლები მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ოზურგეთში წვიმა გრძელდება.