ლევან კალანდაძე : საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საუკეთესო პოზიციაზე

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ლიდერთა ხუთეულში მოხვედრა, პირველ რიგში, ქონების და საკუთრების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებამ განაპირობა, - მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საუკეთესო პოზიციაზე

„ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ფრეიზერის კვლევაში და ამაზე უკეთესი შედეგის მიღწევა,  პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. კარგია ის, რომ ჩვენ დღეს საკმაოდ  კარგი სასტარტო პირობები გვაქვს და საჭიროა, ამ სასტარტო პირობების შენარჩუნება და იმ აქცენტების გაძლიერება, რამაც აქამდე მოგვიყვანა. მხედველობაში მაქვს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკა,  ქონებისა და საკუთრების დაცვის საკითხების, ანუ სასამართლო რეფორმის კიდევ უფრო განვითარება და ის სახელმწიფო პროექტები, რაც არის დაგეგმილი და დაანონსებული“.

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ, 159 ქვეყანას შორის, მეხუთე ადგილი დაიკავა, — ნათქვამია ფრეიზერის  (Fraser Institute) კანადის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამ ინდექსით, საქართველო მეხუთე ადგილზეა ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია…რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 18-ე ადგილზეა, თურქეთი 90-ე, რუსეთი — 102-ზე, ხოლო აზერბაიჯანი — 107-ე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0