„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 21 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების I, II მიკრორაიონების, შენგელიას და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე 20-20 წუთის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ჯორჯ ბუშის, აწყურის, დოესის, შორაპნის, კახეთის, ნავთლუღის, ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0