საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძებას გაერომ მაღალი შეფასება მისცა

© FB / Георгий Квирикашвилиგაეროს გენანსამბლეაზე
გაეროს გენანსამბლეაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ჰგაჟღერებულ ინიციატივებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ ბიზნესის სახლმა“, სადაც მოქალაქე ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს სხვადასხვა სამინისტროს მხრივ სახელმწიფო სერვისებს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კარგი მმართველობის სფეროსა და სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების შესახებ, დადებითი შეფასება მოჰყვა ღონისძიების მონაწილეების მხრიდან, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით. ასევე ტრანსფარენტული და ეფექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით და იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც პრემიერმინისტრის მხრიდან იქნა გაჟღერებული წელს. ბიზნეს სახლი ეს არის ინკლუზიური მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მთავრობის ტრანსფარენტულობა“, — აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ ბიზნესის სახლმა“, სადაც მოქალაქე ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს სხვადასხვა სამინისტროს მხრივ სახელმწიფო სერვისებს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ბიზნესის სახლი — ეს ინკლუზიური მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლების გამჭვირვალობაა და ეს გამოცდილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა.

ყველა ახალი ამბავი
0