ნინა პერტენავა: „არჩევნებზე სლოგანს ყოველთვის ექცევა ყურადღება“

© FB/NINA PERTENAVAნინა პერტენავა
ნინა პერტენავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი არა მხოლოდ ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს, არამედ უნდა მუშაობდეს კიდეც, - მიაჩნია PR- სპეციალისტ ნინა პერტენავას.
ნინა პერტეპერტენავა: „არჩევნებზე სლოგანს ყოველთვის ექცევა ყურადღება“

„არის სიტყვები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება და ის სიტყვები კარგად მოქმედებს. მაგრამ ამავდროულად, სლოგანის არჩევისას ის არც ძალიან გრძელი უნდა იყოს და არც ძალიან მოკლე  და აზრს უნდა გამოხატავდეს — კონკრეტულად რისი თქმა უნდა. ასევე არის სპეციალური სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც კარგია, თუ გამოიყენება", — განაცხადა ნინა პერტაიამ.

მისივე თქმით, არის კონკრეტული სიტყვების ჩამონათვალიც კი (მაგალითად, სამშობლოს სიყვარული, სიკეთე), რომლებიც ამომრჩეველში  დადებით ემოციებს იწვევს.

რაც შეეხება პოლიტიკურ სუბიექტებს, PR- სპეციალისტს „ქართული ოცნების“ სლოგანში სიტყვა „სწრაფი განვითარება “ არ მოსწონს, რადგან ის არ შეესაბამება გუნდს, რომელიც ქვეყანას უკვე 4 წელი მართავს.  „რესპუბლიკელების“ სლოგანი, მართალია, ორიგინალურია და პრეზენტაციაც დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ კომპანია „ბორჯომის“ სატელევიზიო რეკლამის სლოგანთან „გათავისუფლდი ზედმეტისგან“ მოდის „თანხვედრაში“.  ნანა პერტენავა „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანს „ნორმალურს “ უწოდებს,  ხოლო ბურჯანაძის პარტიის სლოგანს კი — ნაკლებად დასამახსოვრებელს.

ნანა პერტენავას აზრით, მხოლოდ სხვებისგან გამორჩეულობა სლოგანის მფლობელს არჩევნებზე წარმატებას ვერ მოუტანს.

ყველა ახალი ამბავი
0