თბილისში გაიხსნება გამოფენა „ვაჟა-ფშაველა ქართულ ხელოვნებაში“

გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრების ამსახველი სურათები, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა შექმნეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. 20 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემორიალურ მუზეუმში დიდი ქართველი პოეტისა და მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა „ვაჟა-ფშაველა ქართულ ხელოვნებაში“ გაიხსნება.

ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ტარდება, რომელიც თბილისში 17-25 სექტემბერს იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ფოლკლორულ ანსამბლ ბანის სოლისტი მათე ფირცხალავა - Sputnik საქართველო
ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი, ვაჟა-ფშაველა და პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების — ლადო გუდიაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ივანე ასკურავას, მამია მალაზონიასა და სხვების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ესკიზები და აფიშები, იუწყებიან ორგანიზატორები.

ვაჟა–ფშაველა ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიოს მრავალ, მათ შორის რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენაზეა თარგმნილი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

ყველა ახალი ამბავი
0