პაატა ბაირახტარი: ინვესტორს უსაფრთხოების შეგრძნება სჭირდება

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ლიდერთა ხუთეულში მოხვედრა უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია, - მიაჩნია ახალგარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს.
პაატა ბაირახტარი: ინვესტორს უსაფრთხოების შეგრძნება სჭირდება


„ეს არ არის  რამდენიმე საფეხურით დაწინაურება, ჩვენ ვლაპარაკობთ ხუთეულზე, შესაბამისად, ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც საქართველოს განიხილავდა გარკვეული საინვესტიციო კუთხით, ან ზოგადად ინვესტორისთვის,  რომელიც განიხილავდა ქვეყნებს  გარკვეული ინვესტიციების განსახორციელებლად. რადგან მან იცის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ამ მიმართულებით“, — განაცხადა ბაირახტარმა.

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ 159 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, — ნათქვამია ფრეიზერის  (Fraser Institute) კანადის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  2015 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილს იკავებდა, 2014 წელში — მე-16, 2013 წელში 21-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს 53-ე ადგილს იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0