„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 20 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ნუცუბიძის, მარგიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე 20-20 წუთის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0