თბილისში გინესის წიგნის რეკორდსმენმა პიტერ ბენცმა კონცერტი გამართა

გამოწერა

თბილისში ახალგაზრდა უნგრელი პიანისტი და კომპოზიტორი სცენაზე პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე გამოვიდა. 

თბილისში ახალგაზრდა უნგრელი პიანისტი და კომპოზიტორი პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე გამოვიდა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით იხილეთ კონცერტის ამსახველი ვიდეოკადრები. 

თბილისში უნგრელი პიანისტისა და კომპოზიტორის პიტერ ბენცის კონცერტი გაიმართა, რომელიც 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პიანისტის სახელით შევიდა.

„ეს შესანიშნავია — იყო საქართველოში, სადაც პირველად ვარ. თქვენ საუცხოო ქვეყანა გაქვთ და თბილისი ძალზე ლამაზი ქალაქია. უკვე მოვასწარი ნარიყალაზე თვალის შევლება, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები იშლება“, — განაცხადა პიანისტმა და კომპოზიტორმა პიტერ ბენცმა საკუთარი მსმენელისადმი მიმართვისას. 

გარდა შესანიშნავი კონცერტებისა, უნგრელი ხელოვანი იწერს და სოციალურ ქსელში ათვსებს მსოფლიო ჰიტების საკუთარ ქავერებს, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში მილიონობით ნახვებს აგროვებს. 

ყველაზე პოპულარულ ჩანაწერებს შორისაა მის მიერ შესრულებული მაიკლ ჯეკსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერები, ასევე „ვარსკვლავური ომების“ მუსიკა და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0