პრეზიდენტმა პირველკურსელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

© FB/Георгий Маргвелашвили გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს სამოქალაქო მოვალეობა შეახსენა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა წერილი, რომლითაც პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და მოუწოდა მათ, მონაწილეობა მიიღონ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში.

„სულ მალე, შესაძლოა ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები — 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა — შენი ხმა ისევე მნიშვნელოანია, როგორც შენი ცოდნა. შენ ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე პასუხისმგებლობით მოეკიდები“, — ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ქვეყნის პრეზიდენტი დღესვე გეგმავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებთან შეხვედრასაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს საქართველოში 27 ათას 782 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

ყველა ახალი ამბავი
0