თბილისში უნგრელი მუსიკოსის, პეტერ ბენცეს კონცერტი ჩატარდა, რომელიც 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე სწრაფი პიანისტი მსოფლიოში.
ახალგაზრდა უნგრელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა, გინესის რეკორდსმენმა პეტერ ბენცემ თბილისში კონცერტი გამართა. პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა მისი შესრულებით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვა.
პეტერ ბენცე ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს. გარდა ამისა, ის ინტერნეტშიც აქვეყნებს საკუთარ ქავერებს სხვადასხვა ჰიტებზე, რომლებსაც მილიონობით ნახვა აქვს.
ბენცეს ყველაზე პოპულარული ჩანაწერები — ეს მაიკლ ჯექსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერების, აგრეთვე ეპიკური კინოსაგის, „ვარსკვლავური ომების“ მუსიკის მისეული შესრულებაა.

თბილისში უნგრელი მუსიკოსის, პეტერ ბენცეს კონცერტი ჩატარდა, რომელიც 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე სწრაფი პიანისტი მსოფლიოში.

პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა მისი შესრულებით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვა.

მუსიკის მოყვარულები პეტერ ბენცეს კონცერტზე.

პეტერ ბენცე ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს.

პეტერ ბენცეს ქავერებს სხვადასხვა ჰიტებზე მილიონობით ნახვა აქვს ინტერნეტში.

პეტერ ბენცე მადლობას უხდის თბილისელ მაყურებელს თბილი მიღებისთვის.

პეტერ ბენცე მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევრის, მაიკლ ჯექსონის სიმღერის შესრულებისას.

8/9
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
უნგრელ მუსიკოს უამრავი მსმენელი ჰყავდა თბილისში.

მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა პეტერ ბენცეს სცენიდან.