თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ლეგენდარულმა ამერიკელმა კომპოზიტორმა, მუსიკალურმა პროდიუსერმა, მესაყვირემ და „გრემის“ 27 პრემიის ლაურეატმა, მათ შორის, Grammy Legend Award-ის მფლობელმა საკუთარ ბენდსი ქართველი მუსკოსი ნიკოლოზ კანდელაკი აიყვანა.
ამის შესახებ კანდელაკი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც აღნიშნავს მუსიკოსი, ის აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქუინსი ჯონსის კოლექტივის იმედები გაამართლოს.
„დღეს ყველაზე მეტად ბედნიერად ვგრძნობ თავს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ჩემი შესაძლებლობები, საბოლოოდ შეაფასეს. ეს დიდი პატივია შეიტანო შენი წვლილი ცოცხალი ლეგენდის შემოქმედებაში. მადლობა ყველას, ვინც ამ წლებში მხარს მიჭერდა“, — წერს მუსიკოსი.
კანდელაკის სიტყვებით, ის ჯგუფ Quincy Jones Productions-ის წევრი ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან გახდება.
ნიკოლოზ კანდელაკი — გიტარისტი, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და 2014 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს. გარდა ამისა, თანამშრომლობს ქართულ კომპანია Eastern Promotion-თან და კახა კანდელაკის შვილთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილესთან.
ჯაზ-მუსიკოსი ქუინსი ჯონსი-უმცროსი — თავისი კარიერის მანძილზე ფრენკ სინატრასთან და მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობდა. მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი ქართველი მსმენელი წინაშე Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, 2016 წლის ივლისში წარდგა.