ბაგრატის ტაძართან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
საქართველოს შსს-ში მომხდარის დეტალების გახმაურებაზე უარს ამბობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „პირველი“.

ცხედარი ტაძრის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელმაც ამის შესახებ უმალ პოლიციას აცნობა.

შსს-ში საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ განუცხადეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა ინციდენტის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს. თუმცა, რა ვითარებაში გარდაიცვალა მამაკაცი, ამის შესახებ საუბარზე სამართალდამცველებმა უარი განაცხადეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“, რაც ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0