20 სექტემბერი, სამშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 14-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 28-33. მაღალ მთაში ღამით პლიუს 5-10, დღისით-19-24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 9-14 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-27-32. მაღალ მთაში ღამით 2-7 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 18-23 გრადუსი.
თბილისში ღამით 13 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-3ო.
21 სექტემბერი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე ნალექია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროდადრო კი შეიძლება გაძლიერდეს წამში 17-22 მეტრამდე.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 24-29. მაღალ მთაში ღამით პლიუს 7-12, დღისით-19-24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 11-16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-27-32. მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 16-21 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით 13 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-31.
22 სექტემბერი, ხუთშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის, თბილისში, ხანმოკლე ნალექია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 13-18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 21-26. მაღალ მთაში ღამით პლიუს 4-9, დღისით-17-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 12-17 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით 4-9 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 13-18 გრადუსი.
თბილისში ღამით 16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-29.