თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. შორეთის (ასმხზე-ჯავახეთი) სამონასტრო კომპლექსში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაში შევიდა.
როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე მთავარი ტაძრის ინტერიერის აღდგენა და თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობა ხორციელდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ეკლესიის ფასადებისა და კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერის აღდგენა.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის მეორე ეტაპი ოქტომბრის თვის ბოლო — ნოემბრის თვის დასაწყისში დასრულდება. სარესტავრაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება — რეკონსტრუქციის მეორე ეტაპზე 130 ათასი ლარია გამოყოფილი.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი 2015 წელს დაიწყო. მაშინ საძირკვლისა და კომპლექსის შენობის ძირითადი კონსტრუქციის გამაგრება იყო, გარდა ამისა, მოხდა ღვთისმშობლის გამოსახულებით უნიკალური მოზაიკის კონსერვაცია. მესამე ეტაპის განხორციელება 2017 წელსაა დაგეგმილი.
შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII — XV საუკუნეებს ეკუთვნის და ის კედლის მოხატულობის კულტურის ძეგლის უნიკალური ნიმუშია.
სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო: ტაძრის სახურავი ბევრ ადგილას ჩამოინგა, რის გამოც, უნიკალური მოზაიკა და იშვიათი ფრესკები დაზიანდა. 1987-2009 წლებში კომპლექსის რესტავრაციისათვის პირველი ზომები იქნა მიღებული და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების 80% ჩატარდა.
ფუნდამენტის ძალზე დაზიანებული ადგილები სპეციალური კირდუღბით ამოივსო. გამაგრდა პირველი სართული და ჩამონგრეული სახურავი დროებით გადაიხურა. აღნიშნულმა სამუშაოებმა საგრნობლად შეანელა ძეგლი ნგრევის პროცესი.