თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიუ–იორკში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არა აქვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
აფეთქება მანჰეტენზე შაბათს საღამოს მოხდა. ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ, გამოძიების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ აფეთქება განზრახ იყო ჩადენილი. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტისას 29 ადამიანი დაშავდა. არავინ დაღუპულა.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს მეორე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. რიგმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ეს საეჭვო მოწყობილობა ავტოკლავი (წნევის ქვეშ დამუშავების სწრაფსახარში ელექტროქვაბი) აღმოჩნდა, რომლისგანაც მუქი ფერის ელექტროსადენები გამოდიოდა.
„გამომძიებლებმა აფეთქების ადგილზე მესამე პოტენციურ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე განაცხადეს“, – განაცხადა ტელეარხ CNN–ის კორესპონდენტმა. მისი თქმით, პოლიცია „საეჭვო მოწყობილობას“ იკვლევს.