მარგველაშვილმა კვირიკაშვილი შეაქო

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა „პოლიტიკაზე, თემებზე, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე“.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობა და პოლიტიკური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„მე კვირიკაშვილს სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ, რომ მასთან მუშაობა შემიძლია. კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ, რაღაც მოვიტოვოთ მერე განსახილველად… ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე მახარებს, რომ კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა „პოლიტიკაზე, თემებზე, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე“ და სწორედ ამიტომ აქებს, როგორც პოლიტიკოსს, ვინაიდან „ეს ღირსება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს“.

გიორგი მარგველაშვილმა იქვე კიდევ ერთი ასეთი ქართველი პოლიტიკოსი გამოყო — პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელთანაც, მისი თქმით, ასევე შეიძლება მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0