თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. 87 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა, განაცხადეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.
მერაბ ბერძენიშვილმა თბილისის 1955 წელს სამხატვრო აკადემია დაამთავრა.
ის ავტორია გიორგი სააკაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ფილარმონიასთან „მუზისა“ და სხვა ქანდაკებების.
მის ჯილდოებს შორისაა სსრკ–ის სახალხო მხატვრის, საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის წოდება, მინიჭებული აქვს სსრკ–ის სახელმწიფო პრემია.
ბერძენიშვილი ასევე წარმატებით მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში; აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, პლაკატებსა და თეატრალურ აფიშებს.