საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომელზეც კლასიკური მუსიკის შედევრები აჟღერდება, საქართველოს დედაქალაქში 17–22 ოქტომბერს იმართება.
ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში იმართება. მასში მონაწილეობენ გამოჩენილი მუსიკოსები და ანსამბლები საქართველოდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სტუმართა შორის არიან: ცნობილი კლარნეტისტები – ტყუპი ძმა ალექსანდრ და დანიელ გურფინკელები და დირიჟორი ამოს ტალმონი ისრაელიდან, ანსამბლი „იანოშკა“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის კვარტეტი თურქეთიდან, პიანისტი ილონკა ჰაილინგლო და მევიოლინე ვოლფრამ ბრანდლი გერმანიიდან.
„შემოდგომის თბილისზე“ საქართველოს წარმოადგენენ საოპერო სოლისტები: სალომე ჯიქია და თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო–სოპრანო), გიორგი დავითაძე და ირაკლი კახიძე (ტენორი), კახაბერ შავიძე და სულხან ჯაიანი (ბანი),