თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. წყნაროკეანურ სახელმწიფო ვანუატუში გასულ ღამეს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური USGS).
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 02/ლ31 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ნორპუსიდან 7 კოლომეტრზე.
ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ცუნამის საშიშროების შესახებ არ გამოცხადებულა.
ვანუატუს კუნძულები წყნაროეკანური ე.წ „ცეცხლოვანი ბეჭდის“ ნაწილს წარმოადგენს. ვანუატუს კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის ვულკანურ ზოლში, სადაც ავსტრალიური და წყნარი ოკეანის ლითოსფერული ფილაქნები ეჯახებიან ერთმანეთს. ამის გამო კუნძულებზე ხშირად ხდება ვულკანების ამოფრქვევა და მიწისქვეშა ბიძგები, თუმცა ისინი იშვიათად აღწევენ დამანგრეველ ძალას.