თბილისი, 17 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა U-19 გერმანიის გუნდი ანგარიშით 15:08 დამარცხდა. თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ჰოლანდიაში მიმდინარეობს.
ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი მესხი აღმოჩნდა, რომელიც ოთხი გატანილი გოლის ავტორია. სამი ზუსტი ტყორცნით გამორჩეული იყო ასევე ნიკა შუშიაშვილი.
ამ წარმატების წყალობით, ქართველი წყალბურთელები 9-10 ადგილისთვის ჩერნოგორიასთანგამართავენ მატჩს, რომელმაც თავის მხრივ, რუმინეთის გუნდი დაამარცხა.
ევროპის U-19 ჩემპიონატი წყალბურთში 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.