მთის წვერზე გერგეტის სამება მოჩანს...

გამოწერა
გერგეტის სამების თაობაზე, რომელიც მე-15 საუკუნეში ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აუგიათ, ხევში ერთი საინტერესო გადმოცემა არსებობს.

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო.

მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო.

ასეც მოქცეულან და ყველანი — ცხენითა თუ ფეხით — ბიდარის მთიდან გამოქცეულან. ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტის სამების ეკლესიის ხედი შორიდან.
გერგეტის სამების ეკლესიის ხედი შორიდან. - Sputnik საქართველო
1/9
გერგეტის სამების ეკლესიის ხედი შორიდან.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტის სამება - ხევის უმთავრესი სალოცავი.
გერგეტის სამება - ხევის უმთავრესი სალოცავი. - Sputnik საქართველო
2/9
გერგეტის სამება - ხევის უმთავრესი სალოცავი.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად. - Sputnik საქართველო
3/9
ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
© Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
გერგეტი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. - Sputnik საქართველო
4/9
გერგეტი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
© Sputnik / Alexander Imedashviliტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.
ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. - Sputnik საქართველო
5/9
ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.
© Flickr / Ronan Shenhavგიორგი ბრწყინვალეს ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებისთვის დაუკისრებია, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად მიიჩნეოდნენ.
გიორგი ბრწყინვალეს ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებისთვის დაუკისრებია, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად მიიჩნეოდნენ. - Sputnik საქართველო
6/9
გიორგი ბრწყინვალეს ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებისთვის დაუკისრებია, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად მიიჩნეოდნენ.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა.
ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. - Sputnik საქართველო
7/9
ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსწორედ აქ, გერგეტში, სადაც ახლა ტურისტების სიმრავლეა, იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
სწორედ აქ, გერგეტში, სადაც ახლა ტურისტების სიმრავლეა, იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. - Sputnik საქართველო
8/9
სწორედ აქ, გერგეტში, სადაც ახლა ტურისტების სიმრავლეა, იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანგრძლივი დროის მანძილზე გერგეტში ესვენა ქართველ ქრისტიანთა ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
ხანგრძლივი დროის მანძილზე გერგეტში ესვენა ქართველ ქრისტიანთა ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. - Sputnik საქართველო
9/9
ხანგრძლივი დროის მანძილზე გერგეტში ესვენა ქართველ ქრისტიანთა ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
ყველა ახალი ამბავი
0