ტექნიკური ღიმილი

© AP Photo / MANU FERNANDEZრონალდინიო
რონალდინიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრაზილიელი „პატარა კიჭასადმი“ არანაირი სენტიმენტი არ უნდა მქონოდა, მაგრამ სილაღე, რომლითაც იგი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა, მე კი არა, გულგრილს თვით არგენტინელთა შორის ყველაზე არგენტინელს, მარადონასაც არ ტოვებდა...

სანდრო ცნობილაძე

ღიმილი ადამიანის ის თვისებაა, რომელიც მის ხასიათზე ყველაზე კარგად მეტყველებს.

 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ კოსტა-რიკა მაცხოვრებლების ბედნიერების ინდექსით პლანეტის სამ საუკეთესო ქვეყნის რიცხვში  შედის. ბრაზილიაში ეს ინდექსი გაცილებით დაბალია, მაგრამ ბრაზილიას ჰყავს რონალდინიო, რომელიც თავის დროზე ფეხბურთის ყველა მოყვარულს ამ ინდექსს მაქსიმალურად მაღლა უწევდა. რონალდინიო ძალზე  ტექნიკური და განსაკუთრებულად  ღიმილიანი იყო. მე, როგორც არგენტინული ფეხბურთის ქომაგს,  ბრაზილიელი „პატარა კიჭასადმი“ არანაირი სენტიმენტი არ უნდა მქონოდა, მაგრამ სილაღე, რომლითაც იგი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა,  მე კი არა, გულგრილს თვით არგენტინელთა შორის ყველაზე არგენტინელს, მარადონასაც არ ტოვებდა.  

© AP Photo / MANU FERNANDEZრონალდინიო საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ერთ-ერთ მატჩზე.
რონალდინიო საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ერთ-ერთ მატჩზე. - Sputnik საქართველო
რონალდინიო საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ერთ-ერთ მატჩზე.
 

2005 წლის 19 ნოემბერს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ისტორიული „კლასიკო“ ჩატარდა. ამ დღეს მადრიდმა ბრაზილიელ ჯადოქარს ფეხზე ამდგარმა მიაგო პატივი. „ბარსელონამ“ „რეალი“ 3:0 დაამარცხა, კატალონიელთა მეათე ნომერმა კი დუბლი შეასრულა. 58-ე წუთზე დეკუს პასის შემდეგ,  სტუმართა ლიდერმა გაოგნებული სერხიო რამოსი და ივან ელგერა დატოვა. 

„დინიო ელგერას სამბას მოძრაობებით აურა გვერდი. ბუნებრივია, რომ ჩვენი მცველი ვერაფერს გახდა, იგი ხომ ესპანელია და სამბას ცეკვა არ იცის“, —  წერდა პირველი გოლის შეფასებისას პრომადრიდისტული „მარკა“.

მეორე გოლის გატანისას რონალდინიომ, კომპიუტერის სპეციალისტების ენაზე რომ ვთქვათ, პირველის COPY PASTE გააკეთა. მსხვერპლი ისევ სერხიო რამოსი იყო, რომელიც მეტოქეს ამაოდ მისდევდა.  

© AP Photo / ALASTAIR GRANTრონალდინიო საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას' ერთ-ერთ მატჩზე.
რონალდინიო საფეხბურთო კლუბ ბარსელონას' ერთ-ერთ მატჩზე. - Sputnik საქართველო
რონალდინიო საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას' ერთ-ერთ მატჩზე.

მას შემდეგ რაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, ტელეკამერებმა იკერ კასილასის სახე დააფიქსირეს. სპეციალისტებმა ამ მომენტში მისი ტუჩების მოძრაობით იმის გაშიფვრა სცადეს რაც კასილასმა გაშვებული გოლის შემდეგ წარმოთქვა. „YO FLIPO” —უთქვამს იმ მომენტში იკერს. დამატებითი განმარტებები “რეალის“ ლეგენდარულმა კიპერმა მოგვიანებით გააკეთა. იმავე „მარკასთან“ საუბარში მან განაცხადა „იმ მომენტში საკუთარი თავი გულწრფელად შემეცოდა“.

თითქოს ამ მატჩში რა უნდა მომხდარიყო ამაზე ამაღელვებელი. ყველა ელოდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ ტრადიციულად თეთრი ცხვირსახოცების ქნევას დაიწყებდა, მაგრამ მადრიდელები სხვანაირად მოიქცნენ. „ბერნაბეუ“ ფეხზე წამოდგა. თითქმის ყველაფრის მნახველმა მადრიდულმა პუბლიკამ, რომელსაც დისტეფანო და პუშკაში უნახავს, „გაუჩოს“ ოვაციები გაუმართა. ეს აქამდე გაუგონარი ამბავი იყო.   

ამ მატჩში პირველი წუთებიდანვე მინდორზე ლეო მესიც იყო. ალბათ, ეს მატჩი ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომელშიც მესი გულშემატკივართა უმეტესობას არ ახსოვს. არგენტინელი, რომელიც მაშინ 19 წლის ახალი გამხდარი იყო, 69-ე წუთზე ინიესტამ შეცვალა.  

© AP Photo / PAUL WHITEსაფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მოთამაშეები - ლეო მესი, ტერი ანრი და რონალდინიო.
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მოთამაშეები - ლეო მესი, ტერი ანრი და რონალდინიო. - Sputnik საქართველო
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მოთამაშეები - ლეო მესი, ტერი ანრი და რონალდინიო.

მესის და „დინიოს“ დამოკიდებულება ცალკე სალაპარაკოა — ორი, ერთმანეთისგან ხასიათით აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. მესი-ბოლო დრომდე მორცხვი, ასევე ბოლო დრომდე მხოლოდ ბურთზე და ფეხბურთზე კონცენტრირებული და რონალდინიო-უშუალო, ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ პოზიტივზე ორიენტირებული. ყველა მატჩის წინ ბრაზილიელი, მსოფლიოს დასანახად მესისადმი უდიდეს სითბოს იჩენდა. რიტუალად გადაქცეული მათი თამაის წინა ჩახუტება, მხოლოდ იმის დასტური იყო, რომ „კიჭამ“ იცოდა, მის გვერდით მომავალში პლანეტის  საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა. მომღიმარი რონალდინიო ლეოს ადაპტაციის რთული პერიოდის გავლაში ეხმარებოდა და მას „ბარსელონას“ მომავალ ლიდერად აყალიბებდა. 

ხუთი დღის წინ რონალდინიომ კარიერა დაასრულა. არა უბრალოდ ძალიან მაღალი დონის ტექნიკის, არამედ მომღიმარი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი ფეხბურთიდან წავიდა. ბოლო მოთამაშე,  რომელზეც თამამად შეგვეძლო გვეთქვა-მას ფეხბურთის თამაში სიამოვნებას ანიჭებდა. როგორც კი მისთვის ფეხბურთი საქმე გახდა, მან გადაწყვიტა რომ მოედანზე მისი ადგილი აღარაა. 


ყველა ახალი ამბავი
0