ჭყოიძე „ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი ნეიტრალიტეტია“

გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი უცხო ქვეყნის ბაზა არ უნდა განთავსდეს , - მიაჩნია „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს.
ჭყოიძე „ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი ნეიტრალიტეტია“

„ჩემი აზრით,  რა თქმა უნდა,  ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი ნეიტრალიტეტია, ვინაიდან  ეს მოგვცემს საშუალებას, დავალაგოთ რუსეთთან  ურთიერთობები. რუსეთს აღარ გააღიზიანებს საქართველოს სვლა ნატო-სკენ, თუმცა  საქართველოს ისედაც არავინ არ იღებს ნატო-ში.  თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება არც ერთი უცხო ქვეყნის ბაზა, მათ შორის — არც რუსეთის და არც ნატო-სი, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც“, განუცხადა ჭყოიძემ Sputnik-ს.

„თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა, მათ შორის — არც რუსეთის და ნატოს, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც.  საერთოდ, კავკასიაში მშვიდობისთვის  კარგი იქნება,  რომ რუსეთის და დასავლეთის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ“, — აღნიშნავ ჭყოიძემ.

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო ნატოზე უარს იტყვის და ნეიტრალიტეტს აირჩევს.

საერთოდ, მშვიდობისთვის  კავკასიაში კარგი იქნება,  რომ რუსეთის და დასავლეთის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, — დასძინა ჭყოიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0