თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის მატერიკულ ნაწილში აბობოქრებულმა ტაიფუნმა „მერანტმა“, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
თავის მხრივ, „სინხუა“ მაშველთა ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, წერს, რომ დაღუპულების გარდა არიან უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანებიც.
სულ „მერანტმა“ 3,29 მილიონი ადამიანი დააზარალა.
ჩინეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ უქმეებზე ზოგ პროვინციაში კოკისპირული წვიმები და ძლიერი ქარი იქნება.