ამინდი საქართველოში: უქმეები თბილი იქნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში
დარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი, მზიანი ამინდი იქნება, თუმცა მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უქმეებზე საქართველოში თბილი ამინდი იქნება, ძირითადად, უნალექო, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

17 სექტემბერი, შაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შაბათს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. იქროლებს 10-15 მ/წმ  სიმძლავრის ქარი.

დასავლეთ საქართველო:

•    ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25°.

•    მაღალ მთაში ღამით +6-11°, დღისით 14-19° ნულს ზემოთ.

აღმოსავლეთ საქართველო:

•    ბარში ღამით 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28°.

•    მაღალ მთაში ღამით 2-7°, დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 15 გრადუსი იქნება, დღისით — 26°.

18 სექტემბერი, კვირა

ეს დღე აღმოსავლეთ და ასევე დასავლეთ საქართველოშიც ძირითადად უნალექო იქნება. დასავლეთ საქართველოში იქროლებს 8-13 მ/წმ სიძლიერის ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველო:

•    ბარში ღამით 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 22-27°.

•    მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით 2-7° გრადუსი იქნება, დღისით კი 17-22 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველო:

•    ბარში ღამით 9-14 გრადუსი ნულს ზემოთ, დღისით — 23-28° სითბო.

•    მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 1-6°, დღისით — 14-19° სითბო.

თბილისში ასევე ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 26 გრადუსამდე დათბება.

ყველა ახალი ამბავი
0