აჭარა ბელარუსის მოქალაქეებს შორის პოპულარობით სარგებლობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაჭარის სანაპიროს ხედი ბოტანიკური ბაღიდან
აჭარის სანაპიროს ხედი ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს, რვა თვის განმავლობაში აჭარას ბელარუსიდან 7,8 ათასი ვიზიტორი ეწვია, წელს მათი რაოდენობა თითქმის 20%–ით გაიზარდა.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარას ბელარუსის 9 ათას 377 მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19,73%–ით ჭარბობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ამა წლის მარტში მინსკსა და ბრესტში სარეკლამო კამპანიას შეუდგა, რომელიც ბელარუსის მოსახლეობას რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პლიაჟი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმი ხავერდოვან სეზონზე დასასვენებელი კურორტების Forbes-ის ტოპ-ხუთეულში მოხვდა

მიმდინარე წლის აპრილის თვეში მინსკში „აჭარის დღე“ გაიმართა, რომელსაც ბელარუსის წამყვანი ტუროპერატორები და მედიასაშუალებები დაესწრნენ. ღონისძიებაზე აჭარული სამზარეულო და ფოლკლორი წარადგინეს.

აჭარის ტურისტულ პოტენციალზე და ჩატარებულ PR–კამპანიაზე თავიანთ სიუჟეტებში საუბრობდნენ ბელარუსის ტელევიზია, რადიოსადგურები, ბეჭდური და ინტერნეტ–გამოცემები.

რაც შეეხება საქართველოში ვიზიტორების საერთო რაოდენობას, რვა თვის განმავლობაში ქვეყანას 4 მლნ 247,7 ათასი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 322 ათასით მეტია (+8,2%).


ყველა ახალი ამბავი
0