თავსხმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა

© photo: Sputnik / Sputnikდატბორილი ბათუმი
დატბორილი ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მოძრაობა ქალაქში შეზღუდულია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბათუმს დღეს დილით თავსხმა წვიმა დაატყდა თავს, რომელმაც ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა, აცნობა Sputnik-ს ბათუმელმა ქალბატონმა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში მუხლამდე წყალში მდგარი ადამიანების ფოტოებს აქვეყნებენ.

ამ დროისათვის აღარ წვიმს, თუმცა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში ამინც შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0