პეტრე მამრაძე: „მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსადმი არაერთგვაროვანია“

გამოწერა
ექსპერტის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ნატო ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნების კლუბია, ხოლო მეორე ნაწილისთვის - დაუძინებელი მტერი.
პეტრე მამრაძე: „მოსახლეობის დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი არაერთგვაროვანია“

„საქართველოს მოსახლეობა იყოფა ადამიანებად,  რომლებმაც იციან, რას წარმოადგენს ნატო, როგორია ნატო-ს არსი და მიზნები, რომ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნების ძალიან კარგი კლუბი, რომელიც  მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისთვის არის შექმნილი და არასდროს ეს პრინციპი არ დაურღვევია. და ისინი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ასეთ თანამშრომლობას,  რადგან ხედავენ რეგიონს, სადაც საქართველო დარჩა სტაბილურობის ერთგვარ კუნძულად“, — განაცხადა მამრაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ესმით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პირობით, რომ რუსეთს არ მიეცემა არც მიზეზი და არც საბაბი რაღაც აგრესიული პასუხებისთვის. მაგრამ არიან ადამიანები, მათ შორის — უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც შერჩათ წარსულის სტერეოტიპი, რომ, თურმე,  ნატო არის დაუძინებელი მტერი

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე პირველი რეფერენდუმი 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა. რეფერენდუმის მონაწილეთა 70%-ზე მეტმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.


ყველა ახალი ამბავი
0