„გაიგე, ვისი ამომრჩეველი ხარ“

© FB/ NIKA TOPURIAნიკა თოფურია
ნიკა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა, რომლის მიზანიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეებისთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში დახმარებაა, განუცხადა Sputnik-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკა თოფურიამ.
ვისი ამომრჩეველი ხარ

„ანალოგიური საიტები აშშ-ში და ევროპაში საკმაოდ პოპულარულია და ჩვენც დავფიქრდით. რატომაც არა? საქართველოში საინტერესო იქნებოდა მსგავსი პროექტის ჩატარება მით უმეტეს რომ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. პროექტს ალბათ ორი ძირითადი ამოცანა აქვს, ერთი ის არის რომ პოლიტიკურ პარტიათა ხედვები მაქსიმალურად ადვილი და გამოსაყენებელ ფორმატში მივაწოდოთ საზოგადოებას და მეორე — მოქალაქეებმა შეძლონ გამოარკვიონ იდეოლოგიით თუ რომელ პარტიასთან დგანან ყველაზე ახლოს“, — განაცხადა თოფურიამ.

ვებ-გვერდზე Chemikhma.ge ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს საიტი აჩვენებს თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილი კითხვარი 7-მა პოლიტიკურმა პარტიამ: „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“ „ეროვნულმა ფორუმმა,“ „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „მრეწველებმა“ „გირჩმა“ და „რესპუბლიკელებმა“ შეავსეს. ვებ-გვერდი ფუნქციონირებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0