„საუბარი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შტაბი უნდა დაექვემდებაროს ნატოს შესაბამისი სამხედრო სტრუქტურების სარდლობას, ნიშნავს რომ ევროკავშირს განზრახული აქვს აშშ-სთან ითანამშრომლოს. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული სტრუქტურის შექმნა, რადგანაც ექნება შესაძლებლობა ევროპულ სტრუქტურებში ისევე ჩაერთოს, როგორც ჩართულია ახლა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში. საერთო ჯამში ეს დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე", —განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციების მართვისთვის ერთიანი შტაბის შექმნის შესახებ წინადადებით ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების არასაკმარისი დონით თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში „ევროპას 20-დან 100 მლნ-მდე უჯდება“, — აღნიშნა ჩიტაძემ.