თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. 2017 წლის 1 იანვრიდან დსთ–ის თავმჯდომარეობის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ბიშკეკში თანამეგობრობის სამიტზე გაფორმდა.
„გადაწყდა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, დოკუმენტების შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის თავმჯდომარეობა რუსეთს გადაეცემა“, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ატამბაევმა დსთ–ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე და პუტინს დადასტურებისთვის კითხვით მიმართა, იღებს თუ არა ის დსთ–ის თავმჯდომარეობას მომავალი წლისთვის, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ეს მისთვის პატივია.
დსთ–ის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ დსთ–ის შემდეგი სამიტი 11 ოქტომბერს რუსეთში გაიმართება.