„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 16 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, ლაილაშის, გივიშვილის, 9 ძმის, აფხაზეთის, ყირიმის, ტაშირის, ლანჩხუთის და სამურზაყანოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, მარგიანის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0