საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზე გადაინაცვლა

© FB/ Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიფამ 15 სექტემბერს ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში 19 საფეხურით გაიუარესა მდგომარეობა და ახლა მას 137-ე ადგილი უკავია. რეიტინგი გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ეროვნული გუნდის აქტივში 240 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის ტაილანდსა და პუერტო-რიკოს შორის განთავსდა.

ნაკრების რეგრესი, უპირველესად, სექტემბრის დასაწყისში საკუთარ მოედანზე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ავსტრიის ნაკრებთან გამართულ მატჩში ანგარიშით 1:2 წაგებას უკავშირდება.

მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების რეიტინგს უწინდებურად არგენტინა უდგას სათავეში. არგენტინელებს 1646 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე გასულ ბელგიას თითქმის 300 პუნქტით უსწრებენ წინ. მესამე ადგილზე გერმანიის ნაკრებია.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1. არგენტინა

2. ბელგია

3. გერმანია

4. კოლუმბია

5. ბრაზილია

6. ჩილე

7. პორტუგალია

8. საფრანგეთი

9. ურუგვაი

10. უელსი

საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ფიფას რეიტინგში:

10. უელსი

26. ავსტრია

31. ირლანდია

50. სერბეთი

161. მოლდოვა

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საკვალიფიკაციო მატჩებს საქართველოს ნაკრები ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანეთის კუნძულებზე გამართავს: 6 ოქტომბერს ირლანდიის, ხოლო 9 ოქტომბერს — უელსის წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0