„ბადაგონის“ ქართული ღვინოები იაპონიაში ყველა სინჯის მედლით დაჯილდოვდა

© photo: Company "Badagoni"/ FBკომპანია „ბადაგონის“ ქართული ღვინოები
კომპანია „ბადაგონის“ ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს „ბადაგონის“ მეორე გამარჯვებაა იაპონურ კონკურსში. 2015 წელს მისმა „მუკუზანმა“ ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კომპანია „ბადაგონის“ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ღვინის ყოველწლიურ კონკურსზე Japan Wine Challenge 2016, ნათქვამია კონკურსის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოქროს მედალი ერგო ღვინოს „კახური წარჩინებული“. მასვე გადაეცა რეგიონში საუკეთესო წითელი ღვინის მედალი.

გიუაანი ბერლინის ღვინის კონკურსზე - Sputnik საქართველო
ბერლინში ქართული ღვინოები ოქროს მედლებით დააჯილდოეს

ვერცხლის მედლებით აღინიშნა „ალავერდი ტრადიციულის“ წითელი და თეთრი ღვინოები. 

შუშხუნა ღვინოები: „წინანდალი“, მაესტრო საფერავი“ და „ბადაგონი ბრუტი“ ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.

ეს „ბადაგონის“ მეორე გამარჯვებაა იაპონურ კონკურსში. 2015 წელს მისმა „მუკუზანმა“ ოქროს მედალი მოიპოვა.

კონკურსი Japan Wine Challenge 2016 ტოკიოში 2-4  სექტემბერს ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ იაპონელი, ფრანგი, გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები, 30 ქვეყნიდან ჩატანილი 1600 მარკის ღვინო შეაფასა.

Japan Wine Challenge 1997 წლიდან ტარდება და ყველაზე მსხვილია აზიის ღვინის კონკურსებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0