თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თბილისის პარლამენტის შენობაში სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გახსნა, იუწყება პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახური.
ცენტრის სტრატეგიული მიზანი — ეს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალური გაძლიერება და საპარლამენტო ღიაობის პროცესისთვის ხელშეწყობაა.
„სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი ღია იქნება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც პარლამენტთან ექნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობის სურვილი“, — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ცენტრის საქმიანობა მიმართულია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობისკენ და ღიაა იმ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც თავიანთი ხედვებისა და პროექტების განსახორციელებლად უკვე შეთანხმებული აქვს ან მომავალში გეგმავს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას.
ღონისძიება გაიმართა გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 12-18 სექტემბერს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.